საქართველოს მთავრობა

პრემიერი: თეთნულდის განსავითარებლად დაფუძნდება შპს, მას ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანი ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიის დირექტორი გახდება. კომპანია, რომელსაც პრემიერის თქმით, ჯაჭვლიანი არჩევნების შემდეგ უხელმძღვანელებს, თეთნულდის კურორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

"ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო შპს, რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები