ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, 4000-ზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუწია.
კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურაა. მის გავრცელებას ხელს ქარიც უწყობს.
ხანძარს უკვე რამდენიმე კვირაა, ვერ აქრობენ.





