ხანძარი

მღებრიშვილი: დიდ დიღომში ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრის საამქრო ტერიტორია დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, დიდ დიღომში სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრის საამქრო ტერიტორია დაიწვა. 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი საამქროს ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი”. - თქვა მღებრიშვილმა საზმაუს ცნობით.

კომენტარები