ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბედუკაძის პარტიის რეკლამის შესწავლა დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის რეკლამის შესწავლა დაიწყო. როგორც ტაბულას კომისიაში განუცხადეს, განცხადება ხვალ გაკეთდება.

„ხვალ კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე სამუშაო რეჟიმში და მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას“ - აცხადებენ კომისიაში.

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

კომენტარები