ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

კოჟორიძე: ბედუკაძის რეკლამის შინაარსი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა და ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა ამ კლიპის წინააღმდეგ. მთლიანად ეს ამბავი, ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული, ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელობა და მეორეს მხრივ ის, რომ ეს არ არის შეუზღუდავი და განსაკუთრებულ შემთხვევაში ის შეიძლება სწორედაც რომ შეიზღუდოს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს იმას, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და როდესაც რომელიღაც პოლიტიკური პარტია ამბობს იმას, რომ დააკანონებს საქართველოში რუსული ოკუპანტის ჯარებს, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება და პოზიცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთ დროს, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში.

 

პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის რეკლამის შინაარსის შესახებ.

კომენტარები