ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

ბედუკაძე: მხოლოდ ივანიშვილის პოზიციას გავიზიარებ და ილია II-ს დავეკითხები აზრს

მინდა გავაფრთხილო რესპუბლიკური პარტია, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები - ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო. ცეცხლს ეთამაშებით და თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი, ვის შეხედულებასაც მე გავიზიარებ, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე დავეკითხები აზრს, ეს იქნება საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე. დანარჩენები, პირადად ჩემთვის, არარაობები ხართ, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ.

ვლადიმერ ბედუკაძის პასუხი კრიტიკას პრორუსული საარჩევნო რეკლამის გამო. აღსანიშნავია, რომ ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ რესპუბლიკური პარტია, საპარლამენტო უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.

კომენტარები