საფონდო ბირჟა

TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

10 აგვისტოს TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. ბანკმა საფონდო ბირჟის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც კომპანიის 49,159,880 აქცია ახლა პრემიალურ ბირჟაზე ივაჭრება. ეს ცვლილება სავარაუდოდ ბანკის აქციათა ღირებულებაზე დადებითად აისახება. 

TBC ბანკზე საქართველოში არსებული საბანკო სესხების 28% და დეპოზიტების 27% მოდის. ის ქვეყანაში დეპოზიტების ზომით პირველი, სესხების პორტფელით კი სიდიდით მეორე ბანკია.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში საქართველოს ბანკმა 2012 წელს გადაინაცვლა. 

კომენტარები