საფონდო ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციებმა დაიკლო

Reuters

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა. ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილია რამდენიმე ქართული კომპანია, ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN).

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.83% წინა კვირასთან შედარებით და -5.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 448 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.57 – 36.41 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 117 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.65%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 1.17%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.14% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.64% წინა კვირასთან შედარებით და -0.42% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 127 ათასს გადააჭარბა, GBP 16.38 – 17.53 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 232 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.68% წინა კვირასთან შედარებით და +8.49% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 240 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.80 – 4.03 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 98 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.18% შეადგინა. 

კომენტარები