საფონდო ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე BGEO-სა და TBC ჯგუფის აქციების ღირებულება გაიზარდა

Reuters

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება. ესენია საინვესტიციო ჰოლდინგი BGEO ჯგუფი, თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN). Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით:

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 35.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.62% წინა კვირასთან შედარებით და +7.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 297 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.96 – 36.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 94 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 2.45%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 2.43%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.76% შეადგინა. BGEO-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ არსებული აქციების საერთო ღირებულება $1.97 მილიარდი დოლარია.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 18.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.32% წინა კვირასთან შედარებით და +11.04% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 212 ათასს გადააჭარბა, GBP 17.90 – 19.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 86 ათასი აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ არსებული აქციების საერთო ღირებულება $1.4 მილიარდი დოლარია.~

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.11% წინა კვირასთან შედარებით და -7.00% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 14 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.10 – 3.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 12 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.01% შეადგინა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ არსებული აქციების საერთო ღირებულება $581 მილიონი დოლარია.

კომენტარები