საფონდო ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე მოთხვნა გაზრდილია

Reuters

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე მოთხოვნა იზრდება. ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილია რამდენიმე ქართული კომპანია, ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN).

Galt& Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირაში BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.91 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.42% წინა კვირასთან შედარებით და +2.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.46 – 37.57 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.11%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.00%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.07% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.54% წინა კვირასთან შედარებით და +7.01% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 544 ათასს გადააჭარბა, GBP 16.65 – 17.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.57% წინა კვირასთან შედარებით და -5.41% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.43 – 3.58 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 589 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.09% შეადგინა.

2 ივნისს თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შევიდა. ამ ცვლილების შედეგად, TBC უკვე მეორე ქართული კომპანია გახდა, რომელიც FTSE 250-ის ინდექსში გაწევრიანდა. პირველი ქართული კომპანია, რომელიც FTSE 250-ში შევიდა BGEO ჯგუფი იყო.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმთავრესი ინდექსია. ლონდონის ბირჟის წამყავნი ინდექსია FTSE 100 რომელიც აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას. FTSE 250-ის ინდექსი კი სიდიდით 101-დან 350-ეს ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.

TBC ლონდონის ბირჟაზე 2014 წელს გავიდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირის მდგომარეობით $1.143 მილიარდი დოლარია.

კომენტარები