იაპონია

იაპონიის იმპერატორს, აკიჰიტოს ტახტიდან გადადგომა სურს

European Pressphoto Agency

იაპონიის 82 წლის იმპერატორს ტახტიდან გადადგომა სურს. ამის შესახებ მან ტელევიზიით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მისი ასაკი და ჯანმრთელობა მას მოვალეობების შერულებას ურთულებს.

"მაწუხებს ის, რომ ჩემთვის სულ უფრო რთული ხდება ჩემი, როგორც სიმბოლური იმპერატორის, მოვალეობების შესრულება", - თქვა აკიჰიტომ.

აღსანიშნავია, რომ იმპერატორს ბოლო პერიოდში გულის პრობლემები აქვს და, ასევე, სიმსივნის დიაგნოზიც დაუსვეს. მიუხედავად ამისა, მისი ტახტიდან გადადგომის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან იაპონიის კანონმდებლობის მიხედვით, იმპერატორი ტახტს სიკდვილამდე იკავებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიაში იმპერატორი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და მას პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს. თუკი პარლამენტი აკიჰიტოს თხოვნას გაითვალისწინებს და კანონმდებლობას შეცვლის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის მონარქიის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია იქნება.

აკიჰიტო იაპონიის იმპერატორის ტახტს 1989 წლიდან იკავებს.

კომენტარები