რიოს ოლიმპიადა 2016

რიოში მაროკოელი მოკრივე ორ დამლაგებელ ქალზე ძალადობისთვის დააკავეს

www.olympic.org

ბრაზილიის პოლიციამ მაროკოელი მოკრივე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მოკრივე ჰასან საადას ბრალად რიო-დე-ჟანეიროში, ოლიმპიურ სოფელში ორ დამლაგებელ ქალზე სექსუალური ძალადობა ედება.

ჰასან საადას პირველი ორთაბრძოლა 6 აგვისტოს უნდა ჰქონოდა.

კომენტარები