რიოს ოლიმპიადა 2016

ლიპარტელიანი: ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი

ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო. ძალიან მინდოდა, რომ გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ არ გამომივიდა ამჯერად. იმედი მაქვს, რომ ხვალ და ზეგ ბიჭები მიაღწევენ წარმატებას. ძალიან გული დამწყდა ავთოს ჭიდაობაზე. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო ის, რაც იქ მოხდა და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ დღეს შემემსუბუქებინა ის ტკივილი, რაც გუშინ იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე.

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები