რელიგიური შეუწყნარებლობა

მღვდელი ნიკოლოზი: რელიგიური შემწყნარებლობა სარწმუნოების ღალატს ნიშნავს

შემწყნარებლობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მიმღებლობა სხვა კონფესიების, არამედ უნდა გავიგოთ, როგორც კაცთმოყვარეობა, ადამიანის სიყვარული, ანუ კონკრეტულად რას ვგულისხმობ: კაცთმოყვარეობა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ვიწყნარებთ, ყველა ადამიანს, მაგრამ, როცა ლაპარაკია რელიგიაზე, აქ არანაირი შემწყნარებლობა არ უნდა იყოს. რელიგიური შემწყნარებლობა, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს სარწმუნოების ღალატს. ეს არ ყოფილა და არც არასდროს იქნება საქართველოში, ქართველი კაცი არასდროს უღალატებს თავის სარწმუნოებას და არასდროს დაუშვებს, მოსწყდეს იმ სარწმუნოებას, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა

სოფელ დიღმის წმიდა მარინეს ეკლესიის მღვდელმსახური, ნიკოლოზი ჩხიკვაძე geworld.ge-სთან ინტერვიუში, პაპის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით

კომენტარები