საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი: პაპუაშვილი მანდატის დასრულებამდე ცდილობს, თავი დაგვამახსოვროს

ვისურვებდი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, როცა თავისუფალი იქნება, მივიდეს შეაბამის ორგანოებში, რაკი იცლის არასამთავრობოებთან, სხვა პირებთან შესახვედრად. მან, პირველ რიგში, უნდა მოიცალოს საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, თუკი მას ამგვარი აქვს. მაქვს ვარაუდი, რომ, ალბათ, თავმჯდომარე მანდატის დასრულებამდე ცდილობს, თავი დაგვამახსოვროს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით. პაპუაშვილს უფლებამოსილება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ეწურება.

კომენტარები