საკონსტიტუციო სასამართლო

პროკურატურამ დაკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე დაიბარა

საკონსტიტუციო სასამართლო

პროკურატურაში დაკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე დაიბარეს. პროკურატურაში მისვლის უწყების შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მერაბ ტურავამ ისაუბრა. ტურავა ამბობს, რომ პროკურატურის იმ თანამსრომელმა, რომელმაც მას უწყება მიუტანა უთხრა, რომ მის მსგავად პროკურატურაში სასამართლოს ყველა მოსამართლე იყო დაბარებული.

"მომიტანეს უწყება მთავარ პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით, ვკითხე იმ პროკურორს, ვინც უწყება მომიტანა, ჩემს კოლეგებსაც თუ იბარებდნენ და მითხრა, რომ ყველა სხვა მოსამართლესთანაც გაგზავნილია უწყებები პროკურატურაში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. მკითხეს, დღეს თუ შემეძლო მივსულიყავი, მაგრამ დაკავებული ვარ და ზეგამდე ვერ მივალ", - ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს მერაბ ტურავა.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლე დაიბარეს დაკითხვაზე. სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კი ხვალ 13:00-ზეა პროკურატურაში დაბარებული.

კომენტარები