საპარლამენტო არჩევნები 2016

ქართულმა ოცნებამ სამეგრელოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

fb.com/KvirikashviliOfficial


ქართულმა ოცნებამ სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ქალაქ ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია იქნება.

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაიაა.

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავაა, რომელიც ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიგა ბუკიაა.

სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიამ ირაკლი ბერაია დაასახელა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია.

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაა.

ფოთში ქართულმა ოცნებამ კანდიდატად ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია დაასახელა.

კომენტარები