საპარლამენტო არჩევნები 2016

ჭკუასელი: ბატონმა ბიძინამ - ყრილობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარესთან იკონტაქტეთო

ბატონ ბიძინაზე მე ერთადერთი ის ვიცი, რაც მან განაცხადა, რომ სიასთან დაკავშირებით, ყრილობის შემდეგ ვინც გახდება პარტიის თავმჯდომარე ანუ პრემიერმინისტრი, იმასთან გქონდეთ კონტაქტიო. სუფთა ფურცლიდან არ იწყება არაფერი, რა თქმა უნდა, უკვე შერჩეულია კანდიდატები იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, მაგრამ უნდა გაიცხრილოს. არ მაღელვებს - გუნდს დავჭირდები - ვიქნები, არ დავჭირდები - არ ვიქნები.

ამბობს ქართული ოცნების წევრი თეიმურაზ ჭკუასელი.

კომენტარები