საპარლამენტო არჩევნები 2016

ნიშნიანიძე: ოცნება თავისი კვლევის შედეგებს თუ ასცდება, თავის თავს დააბრალოს

[ქართული ოცნების წევრები საკუთარი კვლევების შედეგებს] თუ აცდებიან, თავის თავს დააბრალონ. მაგრამ კვლევას იმიტომ ატარებ - შენი თავის მტერი ხომ არ ხარ?! მე რომ ჩავატარებ, ჩემთვის თუ მინდა, როგორ გავაყალბებ იმას? ხომ დავისჯები ამის გამო. თუ ავცდები მე რეალობას, ეს ხომ ჩემთვის სასჯელი იქნება. ქართულმა ოცნებამ თუ კვლევა ნორმალურად, წესიერად, გამართული მეთოდოლოგიით არ ჩაატარა და რეალური სურათი არ დადო, მაშინ ცხადია, ამისათვის დაისჯება. როგორ ფიქრობთ, ის საკუთარი თავის მტერია? - არა. ყველამ უნდა ჩაატაროს კვლევა, პოლიტიკა ისეთია, რომ სხვისი ნდობა ძალიან ძნელია.

ქართული ოცნების წევრი ომარ ნიშნიანიძე ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ კვლევაზე.

კომენტარები