სროლა მიუნხენში

გერმანიის პოლიცია: თავდამსხმელები კვლავ მიმალვაში არიან

AFP

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმელები ჯერ არ დაუკავებიათ და კვლავ გაქცეულები არიან. სამართალდამცველები ხალხს მოუწოდებენ, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. თუმცა, მსხვერპლის ზუსტი ოდენობა უცნობია. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, 6 ადამიანია დაღუპული.

არც დაშავებულთა რაოდენობაზე ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია.

თვითმხილველების თქმით, თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურსბურგთან ახლოს 17 წლის მიგრანტმა მატარებელში ნაჯახით მგზავრები დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

კომენტარები