ყაზახეთში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ. ალმა-ატის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ორი და მძიმედაა დაშავებული შვიდი სამართალდამცველი.
ალმა-ატაში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს და მოსახლეობას ურჩევენ, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.
ოფიციალური ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.





