გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქი სამხედორები ამბობენ, რომ ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღეს

Twitter

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტამბოლში, ბოსფორის გასწვრივ ორი ხიდი დაკეტეს. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში შენიშნეს ჯავშანტექნიკა და სამხედროებიც.

თურქეთის პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ თურქეთი არ დაუშვებს, რომ დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგეს.

თურქული მედიის ცნობით, სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანას ისინი აკონტროლებენ. მათივე თქმით, არსებული საერთაშორისო ურთიერთობები გაგრძელდება და ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

კომენტარები