რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია საკონსტიტუციოს: მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება რელევანტურ ვადებში

მინდა, მოვუწოდო საკონსტიტუციო სასამართლოს, მესმის, რომ რთულია კანონიერი გადაწყვეტილების მიღება იმ ვითარებაში, როდესაც 2-2-ჯერ გიწევთ საქმეების განხილვა, იმ ვითარებაში, როდესაც ყველა თქვენგანი ზეგავლენის ქვეშაა - ამ ინფორმაციასაც ვფლობთ. გთხოვთ, მთელი კოლექტივის სახელით, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება კანონს და კონსტიტუციას, მიიღეთ გადაწყვეტილება რელევანტურ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, საერთოდ დაკარგოს აზრი. თქვენც დღეს ხართ სიმართლის უკანასკნელი ინსტანცია, თქვენზეც არის პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული მომავლის და სამოქალაქო მშვიდობის. გთხოვთ, კოლექტივის, ოჯახების, თქვენი შვილების სახელით, საქართველოს სჭირდება დემოკრატიული მომავალი. ამიტომაც სჭირდება მას რუსთავი 2. აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ მართლები ვართ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები