ქართული ოცნება

თალაკვაძე მთავრობის მუშაობაში ივანიშვილის ჩართულობაზე კითხვას არ პასუხობს

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის წევრი არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას მთავრობის მუშაობაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, "მე შემიძლია, ბატონი პრემიერის ჩართულობასთან დაკავშირებით გითხრათ, სხვა ადამიანზე ვერ გავაკეთებ კომენტარს".

ტაბულას კითხვაზე, "გიქმნით თუ არა მთავრობის საქმიანობაში ივანიშვილის ჩარევა პრობლემას და გაქვთ თუ არა კითხვები, რადგან ბევრი ორგანიზაცია საუბრობს, რომ ის არაფორმალური მმართველია", არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ ის ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს გიორგი კვირიკაშვილის დაწყებული საქმის გამო შეუერთდა.

"მე დღეს მოვედი იმისთვის, შემოვუერთდი ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს იმ რწმენით და იმ საქმის გამო, რომელიც არის დაწყებული ბატობი კვირიკაშვილის თაოსნობით. ეს არის ოთხპუნქტიანი გეგმა, ეს არის განათლების, ეკონომიკის სფეროების რეფორმა, ინფრასტრუქტურის განვითარება და სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება. ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანი წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს შემდეგი წლების განმავლობაში", - თქვა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების საპარლამენტო სიის წევრად პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა.

კომენტარები