ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

facebook.com/www.naec.ge

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, აქედან 9 - თბილისში. 

აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით დააკვირდნენ საგამოცდო ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და დაიცვან გამოცდაზე მოქცევის წესები.

წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 4 000-მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 500-ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე - 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

კომენტარები