ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

naec.ge

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.  გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ". - წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება.

წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე 80 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

კომენტარები