ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში 2 აფეთქებას მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
Reuters-ის ცნობით, ტერორისტები 3 ავტობუსს დაესხნენ თავს, რომლებშიც პოლიციის აკადემიის კადეტები იმყოფებოდნენ.
ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.