თითქმის ორკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან დაახლოებით 3 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის ოფიციალური შედეგებით, ცვლილებამ დოლართან მიმართებით 2.8 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 3.1 თეთრი. 1 აშშ დოლარი 2.342 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.597 ლარი.
ცნობისთვის, ბოლო ორ კვირაში ლარი დაახლოებით 23 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის გაუფასურება BREXIT-ს დაუკავშირა. მისი თქმით, "ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე".





