რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციომ ნაადრევად გაგზავნილ გადაწყვეტილებებზე სტატისტიკა ვერ მოგვაწოდა

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ს ტელეკომპანიის საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონდარღვევით, 12 დღეში გაუგზავნა, ტაბულამ სასამართლოდან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც ცნობილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259(1) მუხლის თანახმად, მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იბარებს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში მისვლის გზით.

ტაბულა დაინტერესდა 2011 წლიდან დღემდე განხილული იმ საქმეების რაოდენობით, როდესაც სასამართლომ დასაბუთებული განჩინება მხარეს 20 დღეზე ნაკლებ ვადაში თავად გაუგზავნა და როდესაც მხარე არ იყო სოციალურად დაუცველი პირი ან პატიმარი, როგორც ამას გამონაკლისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259(1) მუხლი ითვალისწინებს.

როგორც სააპელაციო სასამართლოდან მოგვწერეს, "თბილისის სააპელაციო სასამართლო მსგავსი სახით სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებს" და შესაბამისად, მოთხოვნილ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

კომენტარები