კრიმინალი

ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულები ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იმავე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული კუპიურები ამოიღეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები