ლარის გაუფასურება

გოცირიძე ქუმსიშვილს: 10 დღის წინ იცოდა გულთმისანმა ლარმა ბრიტანეთის არჩევანი?

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მესამე ნომერი, რომან გოცირიძე, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ლარის გაუფასურებას დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგს უკავშირებს.

"მგონი ხუმრობს. გამოდის, რომ ლარი ყოფილა გულთმისანი და მკითხავად გამოდგება, იმიტომ, რომ ლარს გამოუცნია ის, რაც გუშინდელ დღემდე არ იცოდა დედამიწის ზურგზე არავინ, ანუ, დატოვებდა თუ არა დიდი ბრიტანეტი ევროკავშირს.

არადა, ლარმა 10 დღის წინ დაიწყო გაუფასურება. ანუ, 10 დღის წინ იგრძნო ლარმა, რომ ევროკავშირში რაღაც მოხდებოდა? ფეხბურთის ჩემპიონატებს ვინც უყურებს, ახსოვს, ობობა იყო, რომელიც ანგარიშის პროგნოზირებას აკეთებდა. ასეთი კარგი პროგნოზისტი გამოდის ლარი და მოდით მაშინ ლარზე გავაკეთებ ჩემს პროგნიზს: თუ ლარი ჩამოვიდა 2.1-მდე, ჩემპიონი გახდება ინგლისი, თუ ლარი გახდება 2.25 - ესპანეთი, ხოლო თუ ლარი გახდა 2.5 მაშინ გაიმარჯვებს ისლანდია. ეს არის ჩემი პასუხი", - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები