რუსთავი 2-ის საქმე

საია: არ გვახსენდება, სასამართლოს წინსწრებით ჩაებარებინოს გადაწყვეტილება

ჩვენ წლებია, სასამართლოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ათასობით ადამიანის ინტერესებს ვიცავთ და არც ერთი შემთხვევა არ გვახსენდება, როდესაც სასამართლოს წინსწრებით ჩაებარებინოს გადაწყვეტილება. ასე რომ, ის, რაც გუშინ მოხდა და ის განცხადება, რომელიც სასამართლომ გაავრცელა, ვერ განმარტავს, რატომ იღებს სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას. რატომ მოიქცა სასამართლო ასე, რატომ განმარტა კანონი ამგვარად და ამით გადაუხვია მრავალწლიან, დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას. დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ნორმა განიმარტებოდა ისე, როგორც განიმარტებოდა და ამ განმარტებიდან ამოვარდნილია ის, რაც ვნახეთ რუსთავი 2-თან მიმართებით.

საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის გადაწყვეტილების 12 დღეში მომზადებასა და მხარეებისთვის ფოსტით გაგზავნაზე.

კომენტარები