რუსთავი 2-ის საქმე

გოგუაძე: ფაქტია, რომ ხელისუფლება ემზადება რუსთავი ორის ხელში ჩასაგდებად

ცხადია, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ვერ იღებს ძალიან მარტივ საკითხებზე გადაწყვეტილებას თვეების განმავლობაში, ძალიან ფორსირებულად წარმართავს რუსთავი ორის მიმართ დაკავშირებულ საქმეებს და გადაწყვეტილებებს იღებს ისე, რომ ვადებსაც კი არღვევს, უფრო ადრე იღებს, ვიდრე ვადით არის დადგენილი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ემზადება რაღაცა დღისთვის, რუსთავი ორის ხელში ჩასაგდებად.

 

თავისუფალი დემოკრატი ნინო გოგუაძე სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის გადაწყვეტილების 12 დღეში მომზადებისა და მხარეებისთვის ფოსტით გაგზავნაზე.

კომენტარები