კრიმინალი

შსს: ჩოხატაურში მეზობლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ჩოხატაურში დაჭრის ფაქტი გახსნეს. 1985 წელს დაბადებული გიორგი ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა გიორგი ს-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მეზობელს, 1985 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

გიორგი ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ჩოხატაურში დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

"ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით)" - აცხადებს შსს.

კომენტარები