უბედური შემთხვევა

ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსთავი 2-ის ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ფაქტს პროკურატურა იძიებს.

ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება". ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ამასთან, ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ პაპუნა დიდიშვილმა უკვე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

კომენტარები