რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: ვცდილობთ, რომ ავიცილოთ რუსეთთან მტრული რიტორიკა

მუდმივად ვცდილობთ, რომ ავიცილოთ რუსეთთან მტრული რიტორიკა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ გავხდით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ აქ არ არსებობს არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ვცდილობთ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოცულობით ვაჭრობა რუსეთთან, ჩვენ გვაქვს ტურისტული ურთიერთობები და ვცდილობთ, მოვახდინოთ კომუნიკაცია იმისი, რომ საქართველოს ამა თუ იმ ბლოკში გაწევრიანება არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველო ამით არ იქნება უფრო მტრული, ვიდრე შეიძლება იყოს სხვა ვითარებაში. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ დავწიოთ ტემპერატურა ამ კონფლიქტში, მშვიდობიანად ვისაუბროთ კონფლიქტის გადაწყვეტაზე.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები