საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

შაჰ - დენიზის მილსადენი
bp.com

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $376 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 103%-ით მეტია. შემოსული ინვესტიციების 92% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. რეიტინგში ინვესტიციების 36%-ით ($137 მილიონით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც ძირითადად შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • 10) კვიპროსი - $7 მილიონი
  • 9) აშშ - $9 მილიონი
  • 8) ლუქსემბურგი - $11 მილიონი
  • 7) ვირჯინიის კუნძულები - $12 მილიონი
  • 6) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები - $16 მილიონი
  • 5) ნიდერლანდები - $22 მილიონი
  • 4) სამხრეთი კორეა - $32 მილიონი
  • 3) გაერთიანებული სამეფო - $44 მილიონი
  • 2) თურქეთი - $57 მილიონი
  • 1) აზერბაიჯანი - $137 მილიონი

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ პირველ კვარტალში $200 მილიონი ჩაიდო, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი ($58 მილიონი) და ენერგეტიკა ($40 მილიონი). ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 და 2015 წლებში მცირდებოდა, თუმცა 2016 წლიდან შემცირება ზრდამ შეცვალა. კორეული ინვესტიციების ზრდა სავარაუდოდ ნენკსრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება, მას კორეული K water აშენებს.

უცხოური ინვესტიციების კლება შეიმჩნევა მშენებლობისა და სამთომოპოვების სექტორებში. მშენებლობის სექტორში 2016 წლის პირველ კვარტალში $19 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია, სამთომოპოვებით მრეწველობაში კი ინვესტიციებმა $7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია.

უმსხვილესი ინვესტორების სიაში მოხვდნენ ოფშორული ზონებიც (ვირჯინიის კუნძულები), ასეთ ქვეყნებს ხშირად რეინვესტირებისთვის ქართული კომპანიები იყენებენ.

ინვესტიციების ზრდა, ტურიზმის ზრდასთან ერთად, 2016 წლის პირველ კვარტალში ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. 

კომენტარები