თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ პლენუმს გადაეცეს საქმე განსახილველად. ეს ნიშნავს, რომ პლენუმმა თავიდან უნდა ჩაატაროს სხდომა, თავიდან უნდა მოისმინოს მხარეთა არგუმენტები, მერე 9 მოსამართლე ცალკე უნდა დაჯდეს და თავიდან უნდა იმსჯელოს ამის შესახებ. იკარგება ძალიან დიდი დრო. საქმე, რომელიც მზად არის გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, არამც და არამც არ უნდა ტრიალდებოდეს ასე უკან. რუსთავი 2 გამონაკლისი არ არის, შეიძლება ნებისმიერმა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, გადაწყვეტილება მზად იყოს უკვე გამოსაცხადებლად, მხარე მოუთმენლად ელოდეს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ მის ძირითად უფლებებს ეხებოდეს საქმე და ამ დროს უცებ ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხდებოდეს საქმის პლენუმისთვის გადაცემა. ეს პროცესებს შეანელებს, შეუძლებელს, დროში გაწელილს გახდის უფლებების დაცვის შესაძლებლობას და გრძელვადიან პერსპექტივაში საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობაზე ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დარტყმა.
საკონსტიტუციო სასამართლო
ბურჯანაძე: საკონსტიტუციოს კანონი სასამართლოს ეფექტურობაზე დიდი დარტყმა იქნება
tbl.ge/1qq5
დაკოპირდა

იურისტი გიორგი ბურჯანაძე ტაბულას ეთერში გადაცემა თეორემაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
- იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი
- პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შესვლამდე საკონსტიტუციოს მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა




