რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სად არის დასაბუთება, რომ გამოსავალი მხოლოდ ყაველაშვილის ჩართვა იყო?

სასამართლოს შინაგანაწესი ამბობს, რომ მოსამართლეები საქმეებს განიხილავენ განსჯადობის მიხედვით. ისინი პირველ რიგში, შეზღუდული არიან თავისი სპეციალიზაციით და კოლეგიის წევრობით. სხვა შესაძლებლობას კანონი უშვებს სისწრაფიდან გამომდინარე, მაგრამ, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც აღიარებულია თვითონ ამ სასამართლოს მხრიდან, რომ არის ურთულესი სამოქალაქო შინაარსის საქმე, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეს რომ ჩართავ, ეს მინიმუმ აცილების საფუძველია და სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს გაცილებით მნიშვნელოვანი რეაგირების საფუძველიც. თუ რთულია და კომპლექსურია საქმე, არ უნდა დაავალო მისი განხილვა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეს ან უნდა დაასაბუთო, რომ სხვა გამოსავალი იმ წუთისთვის უბრალოდ არ არსებობდა. სად არის ეს დასაბუთება? სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ერთი სიტყვა არ არის ამაზე ნათქვამი -  რა გარემოებების საფუძველზე იმსჯელა სააპელაციოს თავმჯდომარემ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და ამიტომ მიამაგრა ყაველაშვილი? საერთოდ, რა საჩქარო იყო ამ საქმის განხილვა? რატომ არ დაველოდეთ სხვა საქმეების დასრულებას და შემდეგ, კოლეგიაში სხვა მოსამართლეების მოვლენას? ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ამ საქმეს სასამართლოში ოთხი კოლეგია იხილავდა, ეს არის მეოთხე შემადგენლობა, შეიცვალა უამრავი მოსამართლე, სად წავიდნენ ისინი? რატომ არ განიხილეს ძირითადი საქმე და საიდან მოვიდნენ ეს მოსამართლეები? განსაკუთრებით, ყაველაშვილი, რომელსაც მოსამართლეთა კომპეტენციის ამსახველი უმთავრესი დოკუმენტის, მისი სერტიფიკატის მიხედვით, არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია სამოქალაქო სამართალში.

ტელეკომპანია რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია R2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრი მოსამართლის შორენა ყაველაშვილის სპეციალიზაციაზე.

კომენტარები