რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 10:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ გვარამია ფეისბუქზე წერს.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.





