რუსეთი-საქართველო

აბაშიძე: რუსეთმა ჯაშუშობისთვის დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა

Zurab Abashidze
Tabula

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა.

"2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება", - თქვა აბაშიძემ. მისივე თქმით, ამ საკითხზე პრაღის მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარში საქართველომ ციხეებიდან 190 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც პარლამენტმა "პოლიტპატიმრებად“ ცნო. მათ შორის იყო რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებუნი, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე. მაშინ მოსკოვი მიესალმა მისი მოქალაქეების გათავისუფლებას.

კომენტარები