რუსთავი 2-ის საქმე

გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის საბჭო განცხადებით უპასუხებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ რუსთავი ორთან საუბარში საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ თქვა. 

"ვიმსჯელეთ და როგორ ვიმსჯელეთ, ამასთან მიმართებით, საბჭოს განცხადებას ნახავთ. საქმის დეტალები იქნება თუ რამე სხვა ინფორმაცია, ამასაც შეიტყობთ", - ამბობს ალანია. 

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუჯაბიძეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი მისცა. გვარამიამ მოუწოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია.

"რუსთავი ორი წინააღმდეგია, მისი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, რადგან ის არის განსაკუთრებით მოწყვლადი პროკურატურის მიმართ", - ამბობს რუსთავი ორის გენერალური დირექტორი.

კომენტარები