რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია პრეზიდენტს, უსუფაშვილსა და ომბუდსმენს "გამოღვიძებისკენ" მოუწოდებს

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სახალხო დამცველს მიმართა და ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

"გამოიღვიძეთ, მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა, აქ საფუძველი ეყრება არა მარტო საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას, გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულებები. პრემიერისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ის საერთოდ არსებობს თუ არა, პერიოდულად ყველას გვავიწყდება, რა აზრი აქვს საერთოდ მასთან საუბარს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

დღეს სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ პროცესიდან გააძევა ნიკა გვარამია.

ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

კომენტარები