რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმის პროცესი არ გადადო

რუსთავი 2

მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმის პროცესი არ გადადო. შესაბამისი შუამდგომლობა TV საქართველოსა და რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა გუშინ 18:00 საათამდე გაგრძელდა, მოსამზადებლად დარჩენილი დრო საკმარისი არ იყო. შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა სხდომაზე პრეზენტაცია წარმოადგინა, სახელწოდებით "ურთმელიძის "ნოვატორული" კრიმინალური სამართალი", რის გამოც შენიშვნა მიიღო მოსამართლე ნატა ნაზღაიძისგან. მოსამართლის თქმით, ბიბილაშვილმა სამართლებრივად შეაფასა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

რუსთავი 2-ის მხარე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო დღესვე გამოაცხადებს.

სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან ტელეკომპანიის მხარდამჭერები.

კომენტარები