ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ნადირაშვილი ივანიშვილის წერილზე: ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი

ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს. ამბობს, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები და ვხედავთ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას. ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის არის მთავარი დაბრკოლება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში, ის არის მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის და ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას გადალახავს წარმატებით.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე.

კომენტარები