ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ხოშტარია: გამოჩნდა, რომ ივანიშვილი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს

ამ წერილით ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. გამოჩნდა რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაა და არა ქვეყნის განვითარება. გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს - ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას დაპირებების შესახებ. ესაა ერთგვარი დამოძღვრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ.
რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, ქართული ოცნების არაერთი წარმომადგენელი საუბრობს ნატო-ს სიცუდეზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე.

კომენტარები