ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ენმ: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი - ივანიშვილისთვის არის სათამაშოები

საქართველოში დღეს გვაქვს რეკორდული საგარეო და საშინაო ვალი. ეს არის 15 მილიარდი დოლარი. ამხელა ვალი არ ყოფილა არასდროს. ეს არის ბიძინა ივანიშილის ხელისუფლების მიერ შეგროვილი ვალი. ყველაზე მინიმალური ექსპორტი, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოფილა საქართველოში და ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა. აი, ეს სამი ციფრი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი იტყუება და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მუშაობა ძალიან კარგად ეტყობა ჩვენს მოსახლეობას თავის პრობლემებზე - გაიზარდა სიღარიბე, უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები შექმნილია ქვეყანაში. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მიმართულია არა იქითკენ, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, არამედ მთელი წერილი ეძღვნება ნაციონალურ მოძრაობას. წერილი ეძღვნება არა იმას, თუ როგორ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, არამედ იმას თუ როგორ გააღრმავებს დაპირისპირებას და როგორ გააგრძლებს ბრძოლას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ფორმალური მმართველი. ეს ადამიანი საკუთარ თავს მიიჩნევს ქვეყნის რეალურ მმართველად და პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი - ეს ყველაფერი მისთვის არის სათამაშოები.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე.

კომენტარები