ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ტელევიზიით გამოსვლებს და რეგიონებში ჩასვლას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი
Facebook / Bidzina Ivanishvili official

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ ივანიშვილი თავის ღია წერილში საუბრობს. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ გეგმავს წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს.

"შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ", - ნათქვამია ღია წერილში.

ბიძინა ივანიშვილი იქვე აცხადებს, რომ გამოიყენებს მთელ რესურსს იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

"ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

კომენტარები