დამოუკიდებლობის დღე

მეჭიაური: აშშ-ის ტანკები "სხვის" გასაღიზიანებლად არ უნდა იდგეს

ტაბულა

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განლაგებულ, მათ შორის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკაზე, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა.

"ამ საზეიმო დღეს უცხო ქვეყნის ტექნიკით ვიწონებთ თავს და თან ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული გვაქვს, ეს გარკვეულ სევდას ტოვებს ჩემში. ეს ტანკები თავის დროზე რომ მოსულიყვნენ, როცა გვიჭირდა ცხინვალის რეგიონში და იქ ბრძოლაში დაემტკიცებინათ მხარდაჭერა, გაცილებით მოტივირებული ვიქნებოდი, რომ ამ საზეიმო ღონისძიებაშიც მიეღოთ მონაწილეობა იქ ნაბრძოლ ტანკებს. მხოლოდ მოსაჩვენებლად არ უნდა იყვნენ, რომ ვითომ მხარში გვიდგას ვინმე და უძლეველები ვართ. მეორეს მხრივ, "სხვის" გასაღიზიანებლად, რომ შეიძლება, კიდევ პროვოცირებული იქნეს ახალი კონფლიქტი", - თქვა მეჭიაურმა.

კომენტარები