22 მაისის შუალედური არჩევნები

ნარმანია: დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია, დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ ვისწავლოთ არჩევნების დემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალადობის გარეშე, რეალურად მხოლოდ დემოკრატიული გამოვლინების ფორმების გამოყენებით - მშვიდად უბანზე მისვლა, მშვიდად ხმის მიცემა და ა.შ. საკითხი გამოძიებული იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოები ამაზე მუშაობენ და იქნება ადეკვატური რეაგირება. 

თბილისის მერი დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, კორცხელში, საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმის შესახებ.

კომენტარები